воскресенье, 1 ноября 2009 г.

კომპიუტერი ჩემი მეგობარია?

პროექტის სახელი: კომპიუტერი ჩემი მეგობარია?
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, მონაცემებს გაუკეთებენ ორგანიზებას და გამოიტანენ დასკვნებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები (წინასწარ ჯგუფებად დაყოფილი) ჩაატარებენ გამოკითხვას თანატოლებში, თუ რა სიხშირით და რა დანიშნულებით იყენებენ კომპიუტერს, უმეტესად რა საიტებს სტუმრობენ. შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას გაუკეთებენ ორგანიზებას: შეადგენენ პიქტოგრამებს, ცხრილებს და დიაგრამებს. გამოითვლიან მონაცემთა მახასიათებლებს. თითოეული ჯგუფი გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას, გამოთქვამს ვარაუდებს და დასკვნებს. მოხდება მონაცემების შედარება და გაიმართება დისკუსია: ა) რა სიხშირით გამოიყენონ კომპიუტერი, ბ)რა მიზნით გამოიყენონ კომპიუტერი, გ) გართობას მეტი დრო დაუთმონ თუ შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მოძიებას, დ) რა გარემო პირობებია საჭირო, რომ მოსწავლე მეტად იყოს დაინტერესებული შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მოძიებით, ე) რომელ საინტერესო საიტებს იცნობენ.
მონაწილეთა ასაკი: 12-13წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით თვალსაჩინოებების შექმნა. დისკუსია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ: კომუნიკაციის უნარი, ინფორმაციის მოპოვებისა და თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი, ინფორმაციის მიხედვით ანალიზისა და დასკვნების გაკეთების უნარი, დისკუსიის უნარი.
სასარგებლო სხვებისთვის: ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ჯაჭვაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
jachvadze69@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ketijachvadze.blogspot.com